საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის ყველა არჩეულს წევრს მიმართავს და შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად იწვევს.
“საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან. დიდი მადლობა!”, – წერს ელჩი.