შარლ მიშელის დოკუმენტი კომპრომისებით მიღწეულია და ჩვენ ჯერ კიდევ ამ ბეწვის ხიდზე ვართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამნისტიის ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც პოლიტიკოსებსაც დააკმაყოფილებს და 20 ივნისს დაზარალებულებსაც, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
„თუმცა, ვხვდები, რომ შეიძლება, ხელმომწერ ოპოზიციონერებსაც მოგვიწიოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.