გურიის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ დაკავებული თანამდებობა, საკუთარი სურვილით დატოვა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ის დედაქალაქში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.
ხოლო, ვინ დაიკავებს მის ადგილს, ახლო მომავალში გაირკვევა.