საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.
ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა.
საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალის განცხადებით, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა.
კლინიკის ინფორმაციით, მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით მოხერხდა პაციენტის გამოჯანმრთელება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.
https://cnews.ge