საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.

როგორც საპატრიაქროში აღნიშნავენ, 10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share