რასაც ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში მძიმე ძალადობრივ დანაშაულს არ შეეხება, მაგრამ თუ ასე წავიდა საქმე, მოდით, საყოველთაო პოლიტიკურ საქმეებზე ვამბობ, არაძალადობრივზე, საყოველთაო ამნისტია გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„ყმაწვილებო, არაყმაწვილებო, პოლიტიკა ცოტა სხვა რამეა. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკა მორალს არ უნდა ააცილოთ და როცა კოლეგა დაკავებულია, წინსწრებით არ უნდა შევარდე პარლამენტში, თუ ეს არ ჰქონდათ გათვლილი, მაშინ სუსტი პოლიტიკოსები ყოფილან. ჩემთვის პოლიტიკურ პროცესს ვერაფრით შეცვლის ეს სამარცხვინო ამნისტია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა.