სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახალი საარსებო მინიმუმის განსაზღვრას, რაც 178 ლარს შეადგენს, პარლამენტის დეპუტატი, “ოცნებიდან” ელისო ბოლქვაძე ასე აფასებს: “ძალიან ცოტაა ეს თანხა, რა გითხრათ აბა?! მაგრამ, იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარა- მარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტსაც, ანგრევს ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას… მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება. როგორ არ არის. მე თვითონ ვუყურებ ადამიანებს ნაგავში ბევრჯერ იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ასე.”-აცხადებს ბოლქვაძე. ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 2021 წლის მარტში 178 ლარით და 10 თეთრით განისაზღვრა, რაც 3 ლარითა და 40 თეთრით მეტია წინა თვესთან შედარებით. მინიმალური სასურსათო კალათა ჯამში 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს, სურსათის ხარჯების წილი კი საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს.