მამის მკვლელი გურიის მთავრის ისტორია, რომელმაც სიცოცხლე იერუსალიმში დაასრულა

ჩანახატი ეკუთვნის ქრისტეფორე დი კასტელს.
📸 სიმონ II გურიელი
მამის მკვლელი გურიის მთავრის ისტორია, რომელმაც სიცოცხლე იერუსალიმში დაასრულა. სიმონ II გურიელი.
მანუჩარ დადიანის გარდაცვალების შემდეგ ოდიშის სამთავროს ტახტი დაიკავა მანუჩარის ვაჟმა ლევან II დადიანმა (1611-1657წწ), მაგრამ ლევანის ახალგაზრდობის გამო სამთავროს მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი განაგებდა. გიორგის მმართველობის დროს ოდიშში მშვიდობიანობა იყო. ქვეყანა მოშენდა და მოსახლეობა მომვრავლდა, გიორგის იმერეთის მეფესთან და გურიის მთავართან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
1620-იან წლებში სამეგრელოს მთავრის უფლებები ხელში აიღო ლევან II დადიანმა, რის შემდეგადაც დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრების თანხმობა მალევე დაირღვა.
პირველად უთანხმოება იმერეთის მეფესა და გურიელს შორის ჩამოვარდა. იმერეთის მეფეს გიორგი მესამესა და გურიის მთავარს მამია II გურიელს პოლიტიკური მძახლობა ჰქონდათ ერთმანეთში, გურიელის ასული თამარი გიორგის უფროს ძეს ალექსანდრეს ჰყავდა ცოლად. 1618 წელს ალექსანდრეს თამარისაგან შეეძინა უფლისწული ბაგრატი. ორი წლის შემდეგ ალექსანდრეს შეასმინეს ცოლი რქებს გადგამსო, ალექსანდრემ თამარი თავისი შვილითურთ განუტევა და გურიელს გაუგზავნა თავლაფდასხმული.
იმერეთსა და გურიას შორის მტრობა ჩამოვარდა. ამით მოხერხებულად ისარგებლა ლევან დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან. ამ პოლიტიკურ მიზანს ისახავდა ლევან დადიანის დის, მარიამისა (შემდგომში მარიამ დედოფალი, როსტომ ხანის მეუღლე) და მამია გურიელის ვაჟის — სიმონის ქორწინება 1621 წელს. გურიელი და დადიანი დამოყვრდენენ, ხოლო იმერეთის მეფე მტრად დაიგულეს. ამავე წელს უნდა მომხდარიყო ლევან დადიანის ქორწინება, აფხაზეთის მთავრის შარვაშიძის ასულ თამუნია შარვაშიძეზე, რაც ცხადია დადიანისა და შარვაშიძის პოლიტიკურ კავშირს მოასწავებდა.
დასავლეთ საქართველოს მთავრებს შორის არსებული პოლიტიკური კავშირი მალე დაიშალა, თავდაპირველად გაფუჭდა დადიანისა და შარვაშიძის ურთიერთობა. კავშირის დარღვევის უშუალო მიზეზი გახდა ლევან დადიანის მიერ თავისი ცოლის, შარვაშიძის ასული თამუნიას გაძევება. დადიანმა სარვაშიძის ასულს პირველ ვეზირ პაატა წულუკიძესთან ღალატი დასწამა და ცხვირი მოაჭრა. ლევანი დიდი ჯარით თავს დაესხა აფხაზეთს, მოაოხრა იქაურობა ცოლი იქ დააგდო, მრავალი ნადავლი წამოიღო და სამეგრელოში დაბრუნდა.
თამუნიასთან გაშორების შემდეგ ლევანმა ცოლად შეირთო ჭილაძის ასული დარეჯანი, რომელიც სამეგრელოს ყოფილ მმართველს ბიძამისს გიორგი ლიპარტიანს წაართვა. ამ საქმემ სამეგრელოში დიდი უკმაყოფილება და შინაური შფოთი გამოიწვია, საქმე ბიძასა და ძმისშვილს შორის ომამდეც კი მივიდა მაგრამ გიორგი ლიპარტიანის უეცარმა სიკვდილმა სამეგრელო შინააშლილობისაგან იხსნა.
ლევან დადიანმა აფხაზთა მთავრის ასულთან რალათსი ბრალდებული პირველი ვეზირი პაპუნია წულუკიძე თავის სიძეს სვიმონ გურიელს გაუგზავნა, რომელსაც პაპუნია ციხეში სამუდამო პატიმრობაში უნდა ჰყოლოდა. დადიანი სვიმონ გურიელს თავის წერილში მედიდურად ატყობინებდა მიეღო ტყვე და საიმედო ადგილას მოეთავსებინა. გაუბედურებული პაატა წულიკია გურიელს მიჰგვარეს, მან ტყვე რამოდენიმე დღის შემდეგ სალაპარაკოდ გამოიძახა.
როგორც ქრისტეფორე დი კასტელი გვიხასიათებს სიმონ გურიელი ძალზედ მედიდური, ამპარტავანი და ფუფუნების მოყვარული ყოფილა. ლევან დადანის სიძეს თავი ისე ამაყად ეჭირა და ქონებითაც ტოლს არავის უდებდა. რამაც მისცა ბიძგი დადიანის ყმობაზე უარის თქმით გურიის სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. კრისტეფორე კატელი სმონ გურიელს მამის მკვლელ ტავადს უწოდებს, რადგან სიმონმა პურის ჭამის დროს ტახტეის გულისთვის მოკლა მამა მამია II გურიელი, კასტელი ამბობს, რომ სიმონმა მამას ტავისი ხელით ყელი გამოსჭრა.
თანდათან ლევანის მოწინააღმდეგეთა ბანაკი იზრდებოდა ახლა გიორგი იმერთა მეფის გარდა ლევანს აფხაზებიც მტრობდნენ. დადიანის გაძლიერებამ გურიის მთავარი მამია გურიელიც შეაშფოთა. სწორედ დადიანის მიერ დასჯილმა და გაძევებულმა ვეზირმა პაპუნამ ისარგებლა ამ გარემოებით და ლევანის წინააღმდეგ ფართო შეთქმულება მოაწყო. არქანჯელო ლამბერტის ცნობების თანახმად ამ შეთქმულების მონაწილენი ყოფილან გიორგი მეფე, შარვაშიძე და გურიელი. შეთქმულების მიზანი ლევანის მოკვლა და მისი ძმის იოსების მთავრად დასმა იყო. ლევანის მკვლელიც გამოძებნეს ვიღაც აფხაზი. ლევანზე თავდასხმა მოეწყო, მაგრამ ლევანი შემთხვევით გადარჩა.
ლევანი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს, თავის ძმას იოსებს თავლები დათხარა, ასევე სასტიკად გაუსწორდა იოსების მომხრე მეგრელ დიდებულებს. ლევანმა აფხაზეთზეც გაილაშქრა, დაარბია იქაურობა, მრავალი ტყვე და ნადავლი იშოვა.
აფხაზეთის მოოხრების შემდეგ გურიის მთავრის სიმონის ჯერი დადგა, შეთქმულებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ დადიანმა სიმონ გურიელს, უსაზღვრო მოჩვენებითი მადლობის გადასახდელად საკუთარი დესპანი გაუგზავნა. თან წერილში საგულდაგულოდ სთხოვა მასთან მყოფი პაატა წულკია დაებრუნებინა, წულიკიას სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა. წულუკიამ ეს ამბავი გაოგო თუ არა მოსალოდნელი უბედურების შიშით, იგი ეხვეწა სიმონს დადიანთან არ გაეგზავნა. ვეზირის ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა სიმონ გურიელმა იგი დადიანის დესპანის თანხლებით სამეგრელოში გაგზავნა.
რამდენიმე ხნის შემდეგ დადიანმა თავისი ვეზირი ისევ სიმონს დაუბრუნა და შეუთვალა, რომ როგორც უწინ ახლაც პატიმარი საგანგებო მეთვალყურეობაში ჰყოლოდა. ამის გამო ხელახლა დატყვევებლი წულუკია შიშსა და კანაკლს მიეცა.
ვეზირის გაგზავნის შემდეგ ლევან დადიანი გურიელზე სალაშქროდ გაემზადა, მთავარმა 30 ათასკაციანი ლაშქარი შეკრიბა. ქრისტეფორე კასტელი გადმოგვცემს, რომ ქვემეხის გასროლის შემდეგ სამეგრელოს ლაშქარი გურიისაკენ დაიძრა, როცა მეომრები გურიის მინდვრებს მიედვნენ, დადიანმა ბრძანა, რომ ყველაფრისთვის ცეცხლი წაეკიდათ და გაეძარცვად ამ მხარის სახლები და მამულები. ოდიშის ლაშქარმა ოზურგეთს (სხვა ცნობების ტანახმად ეს ბრძოლა მოხდა ლანჩხუთთან) მიაღწია. ამ დროს სიმონი რამდენადაც კი შეეძლო ჯარი გამოიყვანა და დადიანთან საბრძოლველად გაემართა.
გამარჯვება სიმონის მხარეზე იხრებოდა და დადიანის მხედრობას დამარცხება ელოდა, რომ დროზე არ მოესწრო სიმონის ბიძას ქაიხოსროს, რომელსაც იმერეთიდან ჯარი წამოეყვანა თავისი ძმისწულის სიმონის დასახმარებლად, მაგრამ ქაიხოსრო თავის ძმისწულს მხარში კი არ ამოუდგა გაჭირვბის ჟამს, არამედ დადიანის სასარგებლოდ მიმართა იარაღი. სიმონის ჯარის ნაწილს მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა და მთავრი შეიბყრეს, დატყვევებული სიმონ გურიელი დადიანს მიჰგვარეს.
ქრისტეფორე კასტელის ცნობების თანახმად, გურიელის ლაშქრის დამარცხების შემდეგ ლევან დადიანმა ბრძანა, რომ ცუდად არ მობყრობოდნენ უდანაშაულო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ქრისტეფორე კასტელს მოყვანილიააქვს ტექსტი, თუ როგორი მწყალებლობით მიმართავდა დადიანი გურიის წარჩინებულებს ,, უკეთილშობილესნო, მეტად გამბედავნო უწარჩინებულესო: თქვენ ემორჩილებით დადიანს: უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დაბყრობისა და დარბევის მიზნით კი არ მოვედი, არც იმისთვის, რომ გავუწყრე ძვირფასსა და კეთილშობილსა ჩემს მეგობრებს, არამედ ჩემს მოღალატე მთავრზე საომრად, რადგან ნება არა მქონდა დაუსჯელი დამეტოვებინა მძიმე, შეურაცხმყოფელი მისი ვერაგობა, როგორც თქვენ თვითონ იცით გურიელს ჩემი მოკვლა სურდა და ახლა აშკარად ხედავთ, მან არამარტო მე მომიმზადა ღალატი, არამედ საკუთარი მშობელი მამაც არ დაინდო, რათა მის შემდეგ მალე გამეფებულიყო. იგი ნებაყოფლობით მამისმკვლელი გახდა“ ლევან დადიანმა თავის წინაშე მოაყვანინა უბედური სიმონი და იქვე მდგომთ უბრძანა, რომ ახლავე გავარვარებული წვეტიანი შამფურით თვალები დაეთხარათ. დაბრმავების შემდეგ სიმონს გურიის მთავრობა ჩამოართვეს. შეგახსენებთ, რომ თვალებდათხრილ სვიმონ გურიელს ცოლად ჰყავდა ლევანის და მარიამ დადიანი, სვიმონის ცოლი და შვილი -მარიამი და ოტია-, ლევან დადიანმა თან წაიყვანა ოდიშს. გურიის მთავრად დადიანმა დასვა მამია გურიელის ძმა, აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია (1625-1639წწ.) ამით არამარტო გურია დაუქვემდებარა თავის გავლენას, არამედ აფხაზეთის კათალიკოსიც მიიმხრო.
ლევან დადიანის პოლიტიკური სიძლიერე კიდევ უფრო გაიზარდა, მან იმერეთის დამორჩილებაც გადაწყვიტა. ლევანი წელიწადში რამდენჯერმე ესხმოდა თავს და არბევდა იმერეთს.
1657 წელს ლევან დადიანი გარდაიცვალა რამაც დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური სურათიშეცვალა, 1658 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს. მაგრამ 1658 წლიდან სიმონი ნომინაკურად მართავდა სამთავროს.
საბოლოოს კი თვალებდათხრილი სიმონ გურიელი სასწრაფოდ წავიდა კონსტანტინოპოლში. შემდეგ კი გადაწყვიტა იერუსალიმში გადასახლებულიყო, სადაც ჩავიდა კიდეც, სიმონი ბერად აღიკვეცა უკანასკნელმა სიცოცხლე იერუსალიმში დაასრულა.
📖 არქანჯელო ლამბერტი ,, სამეგრელოს აღწერა“
📖 ქრისტეფორე დი კასტელი ,, ცნობა და ალბომი საქართველოს შესახებ“
📖 ბატონიშვილი ვახუშტი ,, აღწერა სამეფოსა საქართველოსა”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share