ბენია ჩხიკვიშვილი გადაასახლეს ციმბირში იაკუტსკის გურბერნიის კირენსკის მაზრაში. იქ გაიცნო ნადეჟდა კალოევი, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. იმის მიუხედავად, რომ იდეურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ – ქმარი მენშევიკი, ცოლი კი მემარცხენე ესერი, მათ შორის სიამტკბილობა სუფევდა. ერთხელ თურმე, თბილისის მერობისას, ჩხიკვიშვილი დაბრუნდა სახლში და იქ ესერების მთელი ხელმძღვანელობა დახვდა – მისი ცოლი ნადია სახლში აწყობდა ესერების შეკრებებს. ეს რომ დაინახა, აიღო ტელეფონის ყურმილი და ვალიკო ჯუღელს დაურეკა- ყველა ესერი აქანე მყავს სახლში შეკრებილი და მოი, დააპატიმრეო.