საქართველოში 15 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით, სულ 748 დოზა COVID 19-ის ვაქცინა დაიკარგა.
ინფორმაცია Cactus Media-მ გამოითხოვა.
მათი ცნობით, დანაკარგი არის როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს ვაქცინების შემთხვევაში.
ერთ ფლაკონში 10 დოზა ვაქცინაა.
თითოეული მათგანი გახსნიდან 6 საათში უნდა დაიხარჯოს. ვაქცინის დაკარგვა გულისხმობს, როდესაც ფლაკონი იხსნება, მაგრამ აცრის მსურველთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი გამოუსადეგარი ხდება.
Cactus Media-ს ინფორმაციით, ვაქცინების დანაკარგების გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი -423
- აჭარა – 66
- გურია – 39
- იმერეთი – 74
- კახეთი – 22
- მცხეთა-მთიანეთი – 46
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4
- სამცხე-ჯავახეთი – 11
- ქვემო ქართლი – 29
- შიდა ქართლი – 28