“მე მაქვს დაგეგმილი, ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს, ამჟამად ნიკა მელიას დახსნას ციხიდან, სხვა რეპრესიების შეწყვეტას და სხვა ყველაფერს. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ დავუშვათ პროცესი, როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაიქცევა, საქართველო დაიცლება და მერე ვინ უნდა გადავარჩინოთ და ვის უნდა დავეხმაროთ საერთოდ. საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პატრონი! საქართველო არის ახლა ბატონის ქვეშ, ოღონდ უპატრონოდ”. – განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.