ბავშმა ჯადოსნური ჯოხი იპოვა. ზედ დიდი ასოებით ეწერა: „მითხარი ერთი რამ რაც გინდა და აგისრულებო!„
„კოპლებიანი ბურთი მინდაო„ – ინატრა ბიჭმა და მართლაც აუსრულდა ოცნება.
„ვააა, რა მაგარიაო!„- თქვა გახარებულმა ბიჭმა და გადაწყვიტა სხვებიც გაეხარებინა.
გზაზე ხელჯოხიანი კაცი დაინახა.
„პაპა, ჯადოსნური ჯოხი მაქვს, ინატრე რაც გინდა და შეგისრულდებაო!„ – უთხრა თვალებგაცისკრობნებულმა ბიჭმა.
„აბა, რა ვინატრო, შვილო, არ მინდა ხელჯოხით დავდიოდეო„ – თქვა მოხუცმა და ხელჯოხი იმ წამსვე გაქრა.
ბიჭმა იქვე ჯიხურში ნაყინი იყიდა და გამყიდველს უთხრა-„ინატრე ერთი რამ რაც ახლა გინდა და შეგისრულდებათო“
„ახლა ის მინდა, რომ ამ დაწყევლილ ჯიხურში არ ვმუშაობდეო“- თქვა ქალმა და რამდენიმე წუთში ჯიხურის პატრონმა სრულიად უმიზეზოდ სამსახურიდან დაითხოვა ეს ქალბატონი.
„ვააა, მართლა რა მაგარი რამ ყოფილა ეს ჯოხიო„ – თქვა ბიჭმა და სახლში გაიქცა.
„დედი, დედი, ჯადოსნური ჯოხი ვიპოვე, თქვი რა გინდა და მაშინვე შეგისრულებს, ოღონდ მხოლოდ ერთ თხოვნას ასრულებსო„
დედას გაეცინა, მაგრამ ჩურჩულით მაინც ინატრა:
„რა უნდა მინდოდეს, შვილო, მინდა, რომ ამ ქოხში აღარ ვცხოვრობდეო“
ამის თქმა იყო და ქოხი დაინგრა და ჩვენი გმირები უსახლ-კაროდ დარჩნენ.
შეგონება:
ფოკუსირება გააკეთე იმაზე, რაც გინდა და არა იმაზე, რაც არ გინდა.
მიეცი სწორი ბრძანება შენს ქვეცნობიერს და სასწაულიც არ დააყოვნებს.
ბესო კაიშაური
jolo.ge