ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 37263;
- გამოჯანმრთელებულია – 19810;
- მათ შორის გარდაცვლილია – 285;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3070;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2324;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4200 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.