ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

მთავარი არხი

LIVE

ENG

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა: 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 315 913
  • გამოჯანმრთელებულია – 296 532
  • გარდაცვლილია – 4 207
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27 648 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, PCR ტესტით – 11 736
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,85%, ბოლო 14 დღის –  5,33%, ბოლო 7 დღის – 6,27%
  • კარანტინის რეჟიმში – 84
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 289
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 744

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share