“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარდგნენ, წინასწარვე უშედეგოს უწოდებენ მმართველ პარტიაში.
უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნება” ოქტომბერში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, სახელდება კონკრეტული პროცენტიც – დაახლოებით, 65%.
“ჩვენ მათ ერთადაც დავამარცხებთ და ცალცალკეც” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი.