გვიან ღამით, ბენგურიონის სახელობის აეროპორტიდან თელ-ავივი – თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა. Georgian Airways საერთაშორისო ავიახაზებით საქართველოში ისრაელიდან 166 ადამიანი ჩამოფრინდა.
მგზავრთა შორის იყვნენ ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც თბილისში უსაფრთხოების მიზნით გამოემგზავრნენ.
ბოლო ინფორმაციით, ფრენები აღდგენილია.