საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ხუმრობა სცადა:
“ახლა ვიხუმრებ, ჟურნალისტებმა შეიძლება ეს ხუმრობა სერიოზულად აღიქვან, მაგრამ ვიხუმრებ. ბატონო გიგი [მიქანაძე] და პარლამენტის წევრებო, წინადადებით შემოვდივარ, საგამოძიებო კომისია კი არ გაუქმდეს, კომისიას ვადა გაუგრძელდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ, სახელი შევუცვალოთ, თუ ამას ჰქვია 2020 წლის 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემსწავლელი კომისია, ამ კომისიას დავარქვათ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების კომისია”, – თქვა ლადო კახაძემ.
კახაძე ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი და რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ პარტიები, მეორე დღიდან საჩივრები დაიწყება. როგორც კახაძე ამბობს, “ბარემ იქ არიან” და დაიწყონ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საგამოძიებო კომისიაზე მუშაობაც.