ლანჩხუთელი თამაზ ღლონტი რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მწვრთნელმა, დავიტ მჟავიამ მოგვაწოდა. „ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რომელიც წელს ივნის-ივლისში გაიმართება ბულგარეთსა და უნგრეთში“ _ აცხადებს მწვრთნელი.
ფინალამდე თამაზმა, რომელიც ამჟამად 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, 3 შეხვედრა მოიგო, ყველა აშკარა უპირატესობით _ ფინელ, მოლდაველ და რუმინელ მოჭიდავეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მისი მეტოქე საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი ბათუმელი თორნიკე შაინიძე გახლდათ.
წყარო: “გურია თუდეი”