ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 39 მისო საქმიანობს და მათი მთლიანი აქტივების მოცულობა 1.54 მილიარდი ლარია.
ფინანსური მონაცემების თანახმად, მისოებს საქართველოს ეკონომიკაზე 1.25 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული. კრედიტების მთლიანი რაოდენობა კი 681,000-ს შეადგენს. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ერთი საშუალო სესხის მოცულობა 1,831 ლარს შეადგენს.
სესხები კატეგორიების მიხედვით და მათგან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:
- სალომბარდე სესხი – 568 მილიონი ლარის პორტფელი, 485,000 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 14.5 მლნ ლარი;
- სამომხმარებლო სესხი – 267 მილიონი ლარის პორტფელი, 53,700 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 32.9 მლნ ლარი;
- ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები – 203.4 მილიონი ლარის პორტფელი, 36,500 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 11.5 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები – 106.8 მილიონი ლარის პორტფელი, 21,400 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 5.9 მლნ ლარი;
- განვადება – 49.2 მილიონი ლარის პორტფელი, 81,900 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 1.5 მლნ ლარი;
- სხვა კატეგორიის სესხები – 9.7 მილიონი ლარის პორტფელი, 833 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 0.9 მლნ ლარი;
- იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები – 42.4 მილიონი ლარის პორტფელი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 2.1 მლნ ლარი.
მთლიანობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცემული სესხებიდან პირველ კვარტალში 75.4 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. არასაპროცენტო შემოსავლების მოცულობა კი 8.7 მილიონი ლარი იყო.