ვირუსის ეს ქვეტიპი უკვე ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.
“სახიფათოა ინდური შტამი, რომელიც ორმაგი მუტაციით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფრო მაღალი პოტენციალი გვერდი შემოუაროს იმუნიტეტს და გამოიწვის შედარებით მძიმე დაავადება,”- განმარტავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.