“ჩვენთვის უკვე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. დღევანდელ დღეს სხვა გზა არ რჩება, რომ 10 თეთრით მაინც პროდუქციას უნდა მოემატოს ფასი”- ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში პურზე ფასის მატებას ეროვნული ვალუტის უკიდურესად გაუფასურებას უკავშირებენ.
ლევან სილაგავს თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი იაფდება, საქართველოში კი ძვირდება იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება, ხორბალს კი დოლარში ყიდულობენ: ‘როგორ შეიძლება არ გაიზარდოს პურზე ფასი, როცა ხორბლის ფასი მაღალია, ფქვილის ფასი მაღალია”.
ეკონომისტები ამბობენ, რომ პურზე ფასის გაზრდა გარდაუვალია. ექსპერტების თქმით მთავრობის სუბსიდირების პროგრამამ ფაქტობრივად ვერ იმუშავა:’ ეს განაპირობა პროდუქციაზე ფასების მატებამ და ამას პლიუს ელექტროენერგიის გაზრდამ”.
მთავრობის სუბსიდირების პროგრამას ვადა პირველ ივნისს ეწურება, ეკონომისტები და ექსპერტებიც პურზე ფასის მატებას სწორედ ამ დროიდან ელოდებიან.-აცხადებს ექსპერტი თტვ “პირველთან”
“საერთოდ ვეღარ იყიდის ადამიანი პურს. ასე ცხოვრება შეიძლება? ხალხმა ხმელა პურიც ვეღარ ვჭამოთ”-ამბობენ მოქალაქეები.
პურის მცხობელები კი აცხადებენ, რომ დენის, ფქვილის და ხორვლის გაძვირებამ ისინი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა და თუ სუბსიდირებას მთავრობა არ გააგრძელებს, იძულებულები იქნებიან პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასი 10-დან 20 თეთრამდე გაზარდონ.