http://kvira.ge/
ადამიანებს ზებრების მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდათ და სურდათ, ისე გამოეყენებინათ ისინი, როგორც ცხენები: საჯირითოდ, ეტლით გადასაადგილებლად და ა.შ. 1760-იან წლებში ფრანგ ნატურალისტს, ჟორჟ ბუფონს სჯეროდა, რომ ზებრებს მართლაც შეეძლოთ ცხენების ჩანაცვლება.
ევროპელი კოლონიზატორებისთვის, რომლებიც აფრიკას მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში მართავდნენ, სხვადასხვა მწერის მიერ გადამტანი დაავადებების მიმართ ზებრების გამძლეობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. მეტიც, კოლონიზატორები ცდილობდნენ, ლოკალური ფაუნა სათავისოდ გამოეყენებინათ, რათა ევროპიდან იმპორტირებული პირუტყვი ახალ პირობებში ვერ ხარობდა.
საბოლოოდ, ზებრების მოშინაურების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ცხენებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მეგობრულები და მშვიდები არიან, ზებრები ყოველთვის ფხიზლად და „საბრძოლო განწყობაზე“ იმყოფებიან.
იმისათვის, რომ აფრიკის ველურ პირობებში გადარჩენილიყვნენ, სადაც უამრავი მტაცებელი ცხოველია, მათ შორის: ლომი, ვეფხვი, ავაზა თუ ნიანგი, ზებრებს საფრთხის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ჩამოუყალიბდათ. მათ საკმაოდ კარგად შეუძლიათ საფრთხის მოგერიება და არამხოლოდ თავდაცვა, არამედ საპასუხო შეტევა, თუ ვინმე მათ მონადირებას ცდილობს. მათ შეუძლიათ ერთი დარტყმითაც კი მოკლან ლომი. ზებრების ასეთი ხასიათის გამო, მათი მასობრივი მოშინაურება და „უღელში შებმა“ შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში ეს მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც მოახერხეს.