შედეგის გარანტი ივანიშვილის მემკვიდრეობაა-კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე

“ქართული ოცნება, პირველ რიგში, არის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასეთად დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა პოლიტიკურმა ლიდერმა და მას აქვს თავისი რეიტინგი, როგორც პოლიტიკურ პარტიას. მით უმეტეს, საპარლამენტო სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და სწორედ ასეთი იყოსურათი საპარლამენტო არჩევნების დროსაც. თუ გაიხსენებთ თვითონ კამპანიის შინაარსს ჩვენი მხრიდან, არცერთ პოლიტიკურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეც კი არ იყო, როგორც ერთპიროვნულ ლიდერზე ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს კამპანია აგებული იყო ლიდერთა ერთობლიობაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სწორედ პ0არტიული ნიშანი წამოვწიოთ საპარლამენტო დემოკრატიაში. ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველანაირ რესურსს ფლობს იმისათვის, რომ ჩვენ მარტივად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც გვსურს, რომ მივიღოთ და ამის გარანტი არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”. –ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

https://tabula.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share