ავსტრია „სინოფარმით“ აცრილებს სავალდებულო კარანტინის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„ნებისმიერმა პირმა ავსტრიაში შესვლისთანავე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი Covid-19-ის წინააღმდეგ.
პირი აცდილი უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთi ვაქცინით – BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson / Janssen, AstraZeneca ან Sinopharm / BIBP COVID-19“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ის პირები რომელთაც არ ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია, ვალდებულნი იქნებიან ჩაიტარონ PCR ან ანტიგენ ტესტი და გაიარონ 10 დღიანი კარანტინი.