გუშინ, 18 მაისს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს აგინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებათადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება.
ის ამბობს, რომ პოლიტიკოსების მიერ, გოგი წულაიასთვის პოლიტპატიმრის წოდება „სახის დაკარგვაა“.
„ერთი ესაა პოლიტპატიმარი და მეორე, მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. ნუ აკნინებთ „პოლიტპატიმრის“ სტატუსს, პოლიტიკოსებო. არ შეიძლება ყველა სიტყვის გამოშიგვნა, და თქვენვე გაზიანებთ სექსუალურ მოძალადეს რომ იცავთ. სახეს ნუ დაკარგავთ პოლიტიკოსები, თორემ წულაიას აღარაფერი აქვს დასაკარგი და საშინლად აწყობს ეგ სტატუსი“, – წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გოგი წულაია ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მუხლით დააკავეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარს სამართლებრივ ჭრილში არ განიხილავს. წულაია თვლის რომ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს”.-წერს ბაია პატარაია.