ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე პროცესში პოზიტიურ შედეგებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ.
„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან“, – განაცხადა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.