ამ პიროვნებაზე ჩივიენ რომე მომსპარი ენა ქონდაო. მისი ცნობილი ღადაობებია ვისაც გადატრიალება უნდა საკუთარ საწოლში გადატრიალდეს . ერთ-ერთ კონფერენციაზე გერმანიაში რომელიღაც გერმანელმა გამომსვლელმა თქვა , თუ ერთმა ქართველმა სტალინმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ქვეყნის გაყოფაში მეორემ ბაბუმ ჩემი ქვეყანა გააერთიანაო. ბაბუმ მიუგო რას იზამ ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდებაო. პირველი მომწვევის პარლამენტში ყველამ ვიცით რა ხდებოდა ბარიერი არ იყო ყველა პარტია მოხვდა შიგნით პირდაპირ დედის გინებაც მოდიოდა შევარდნაძე კი ამბობდა ქუჩაში დგომას მირჩევნია აქ ისხდნენო. ერთი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ჩამევიდა შეხვედრაზე , ედიკას უთხრა შემიკლეს ხელში ყოველ დღე მირეკავენ ტრაპიზონიდან და მთხოვენ რომ საქართველოს პრეზიდენტს უთხარი რომ აჩი და შოთი არველაძეები ტრაპზონსპორში დაგვიბრუნოსო მელამ აჩის და შოთის ვერ დავაბრუნებ მარა მე და გელა ჩარკვიანი წამოვალთ თუ გინდათ სათამაშოდო. მოგეხსენებათ შევარდნაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან და ვიზიტითაც დადიოდა თურქეთში. პირველ ჩასვლაზე სხვადასხვა ღირშესანიშნაობების ნახვის შემდეგ ათათურქის მავზოლეუმში წაიყვანეს. მეორე ჩასვლაზეც ათათურქის მავზოლეუმში წაიყვანეს. მესამე ჩასვლაზეც რომ მიჰყავდათ ედიკამ დემირელს უთხრა ებიჯო მაგდენჯერ მამაჩემის საფლავზეც არ ვარ ნამყოფიო. ყველამ ვიცით წარმოშობით ამერიკაში მოღვაწე ქართველი გენერალი ჯონ შალიკაშვილი. ერთხელ შევის ხუმრობით უთქვავს ჩამოდი ქართულ ჯარს ჩაუდექი სათავეშიო, შალიკაშვილმა ახლა მე ბევრი ამერიკული და სამხედრო საიდუმლოებები ვიციო და არ მაქვს სხვაგან მოღვაწეობის უფლებაო, ხოლო როცა აღარ მეცოდინეობა შეიძლება დავფიქრდე შემოთავაზებაზეო. შევიმ უთხრა არაფერი რომ არ გეცოდინება მაშინ რად მინდებხარო. 1998 წლის ტერაქტის მერე რომ ურეკავდენ და ამბავს კითხულობდენ ასე მიუგო ამ ტერაქტების მოწყობით ვერ მომკლენ მარა ერთ რაღაცას მიაღწიენო , დამაყრუეს ამდენი აფეთქებების ხმითო. ერთ-ერთ სამიტზე უთხრეს ბატონო ედუარდ ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო , ამან უთხრა ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ორპირი იცისო. სიკვდილამდე ორი თვით ადრე ზიარების შემდეგ მამაოს, ფოტოს გადაღება უთხოვია შევარდნაძესთან, ამან გადევიღოთ მამაო მაი სურათი მე იქინე გამომადგება და შენ აქანეო.
“ძველი მესხეთის ნატეხი გურია”