დაუჯერებელია! ლარი გიჟური ტემპით მყარდება, კურსი უკვე 3.30-ს ჩამოსცდა

http://www.resonancedaily.com/

ლარმა არანორმალური რევალვაცია დაიწყო. ორშაბათიდან მოყოლებული კურსი მეთოდურად მყარდებოდა, მაგრამ დღეს წარმოუდგენელ ტემპს მიაღწია. “ბლუმბერგის” პლატფორმაზე ვაჭრობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ გაცვლითი კურსი ერთბაშად 4 პუნქტით გამყარდა და 3.30-იან ნიშნულს ჩამოსცდა. კიდევ უფრო დაბალია 1 დოლარის ღირებულება გარე სავალუტო ჯიხურებში, დაახლოებით, 3.28-ის ფარგლებში. ფინანსისტებში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მალე ეროვნული ვალუტა 3.20-იან ნიშნულს მიუახლოვდება. ეკონომიკისა და ტურიზმის გამოცოცხლება ამის იმედს იძლევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share