ოზურგეთში ფქვილის საწარმო “გურია ექსპრესის” თანამშრომლები მე-18 დღეა გაფიცულები არიან.
დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას, ცუდ სამუშაო პირობებს და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილე: “სანამ არ იქნება ჩვენს სასარგებლოდ არაფერი, მანამდე არ წავალთ ჩვენ არსად და ვიდგებით აქ. ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა. პირველ რიგში ვითხოვთ ხელფასს და სანამ არ დაკმაყოფილდება ხელფასები არ შევალთ შით”.
აქციის მონაწილე: “სავირთხეა შით, ვერ შეხვალ. გაუსაძლისი პირობებია, საჭმელს ვერ შეჭამ ნორმალურად და აბანოში ვერ დეიბან ნორმალურად, მეც ვმუშაობდი და წამევედი. ჯორავენ მუშაობაში ხალხს და ხელფასს არ გიმატებენ. უჯიშო ხალხი არიენ მაგენი”.
გულნარა ქადიეშვილი: “მე ვითხოვ, რომ დაკმაყოფილდეს ეს მუშები. როგორ შეიძლება ასე აბუჩად აგდება ხალხის? სადაა ვინმე წარმომადგენელი მთავრობიდან? გამოხმაურება არ უნდა იყოს? კოტე რომაა კაბინეტში შემძვრალი, არანაირად რეაგირებას არ აკეთებს, სიტყვიერათაც რომ გამოვიდეს. აგენს ამ მთავრობას, ვედეგი ყველანაირად გვერდით ამ ხნის ქალი, ყველაფერს ვაკეთებდი და გვერდით ვედეგი, არ მიმტყუნია. ახლა არავიზა ხმის მიმცემი არ ვარ. და არც ჩემი ოჯახიდან არც ძველის, არც ახლანდელის და არც აწი, რომ მოვა არც იმის არანაირი გერდით დგომა არ ექნება არცერთს, ვსიო დაამთავრენ ყველაფერი ჩემზა, ჩემს ჭიშკართან ვერავინ ვერ მოვა. გარეთ გაგდებულ ძაღლს უფრო უგდებენ პურს, ვიდრე ამ ბიჭებს. რას უპირებენ სამი შვილის მამას, აგერ პატარა შვილთან ერთად რომ დგას, ამით ლუკმა პურს აჭმევდა, განა რამე სხვას იზამდა. შიგნით გაუსაძლისი პირობებია, ვირთხებია, მორიელებია და რამდენი იქნებოდა პროდუქციაში გასული. შემოვიდნენ და აქ რა უნდა იყოს სისუფთავე?”
დავით მამალაძე, “ლეიბორისტული პარტია”: “სადაც მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვა მიმდინარეობს, იქ გულწრფელად არის ლეიბორისტული პარტია. ეს პარტია მუდმივად არის მშრომელი ხალხის გვერდით, მაგრამ მთავარი უბედურება არის ის, რომ იმპერიალიზმმა და კაპიტალისზმმა თავისი ოლიგარქული დიქტატურით მიიყვანა საქმე აქამდე, თავისი განვითარების უმაღლეს და უკანასკნელ სტადიას მიაღწია. ეხლა მომავალი არის გაფიცვების, მომავალი არის მშრომელი ხალხის და უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, მაგრამ უნდა იყოს პოლიტიკური აქტიურობა. თუ არ იქნება პოლიტიკური აქტიურობა არც ერთ აქციას შედეგები არ ექნება”.