ახვლედიანი: სულ ვფიქრობ, რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში შალვა ერისთავს?

“დიდი გენერალი დაუბრუნდა საქართველოს და დიდი მეომრები დახვდნენ მას, აქ, ქართულ მიწაში. მათ შორის ერთი, ყველასთვის ცნობილი ალბათ, არის შალვა ერისთავი. 24 წლის, ვერის პარკშია ის დაკრძალული. ეხლა მე ვფიქრობ ჩემთვის და ხმამაღლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრი, 24 წლის რომ გარდაიცვალა 1921-ის თებერვალში, მას რა მოეწონებოდა და რა არ მოეწონებოდა ჩემს საქციელში?

ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე დიდ ქართველს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, რომელიც თავისი სახელით და გვარითაა, მაგრამ ჩემთვის გაცოცხლებული შალვა ერისთავია, ესაა მერაბ კოსტავა, ვისი დაბადების დღეცაა ხვალ. ვეკითხები საკუთარ თავს, როცა ბათუმში საუცხოო ბულვარი განადგურდა, ეს მოეწონებოდა ან ერთს ან მეორეს? შემაქებდნენ? როცა ჩვენს გურიაში, აჭარა-გურიის მთებში, ბახმარო და გომის მთა უმოწყალოდ განადგურდა, ამას მოგვიწონებდნენ ისინი? ან ხვალ რომ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და ხელის გადაგრეხვით უნდა დაადასტუროს, რომ ისე იქნება როგორც გვსურს, ნუთუ ამისთვის შეეწირა, საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს?”- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share