„გულისტანის“ შესასვლელთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

ამ წუთებში, შპს „გურია ექსპრესის“ ( „გულისტანი“) შესასვლელ ჭიშკართან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

რამოდენიმე ათეული შეკრებილი მუშა არ აძლევდა კომპანიის პროდუქტით დატვირთულ ტრაილერს “გულისტანის” ეზოს დატოვების შესაძლებლობას, რა დროსაც ადმინისტრაციის შენობაში მყოფი თურქეთის კონსულის მანქანა კომპანიის ეზოს შესასვლელიდან გამოვიდა, რასაც გაფიცული მუშები იმ პირობით დაუშვებდნენ, თუ მას უკან ტრაილერი არ გაყვებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კონსულის მანქანას ტრაილერიც გამოჰყვა, რამაც სიტუაცია ძალზედ დაძაბა და მუშებმა როგორც ტრაილერს, ასევე კონსულის ავტომობილს ფეხები და ხელები დაუშინეს.

ამჟამად, კონსულის მანქანა კომპანიის ტერიტორიის მიღმაა გაჩერებული, რომელშიც თავად კონსული ჩაკეტილი იმყოფება, კონტაქტზე არ გამოდის და კომენტარებს არ აკეთებს, ხოლო ტრაილერმა, კომპანიის ჭიშკრის გადმოკვეთა ვერ მოახერხა.

პარალელურად, გუბერნატორსა და მუშებს შორის მიმდინარე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც მუშები აცხადებენ, მათ გუბერნატორისგან აზრი ვერ გამოიტანეს.

ამ წუთებში, “გულისტანის” ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი რაზმებიც გამოჩნდნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share