გამოცემა Sunday Times-ის ცნობით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 63-ე ადგილზეა, ყველაზე მდიდარი ქალების სიაში კი 32-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2,65 მილიარდ ფუნტი სტერლინგადაა შეფასებული.
გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს ბრიტანეთში მაცხოვრებელი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას, სადაც გუდავაძე 2018 წელს 196-ე ადგილზე იყო, მისი ქონება კი 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული.