სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს აღმართული, ამ დროისთვის სიმშვიდეა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელს მთელი ღამის, 6 საათი განმავლობაში ურტყამდნენ და ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს.
თავის მხრივ, შსს-მ მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების დღევანდელ გეგმებს, ჯერჯერობით უცნობია.