დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მკაცრი მარეგულირებლების მიერ აღიარებული ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.
“ის ვაქცინები, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც დღეს ცირკულირებენ მსოფლიოში. მათ შორის, რომელიც აღიარებულია WHO-ს მიერ არის კვლევები სინოფარმზეც, სინოვაკზეც, მოდერნაზეც, ფაიზერზეც. თვითონ ინდოეთის გამოშვება Bharat Biotech ვაქცინაზეც. ისინი ფარავენ ინდურ შტამს”, — განაცხადა გამყრელიძემ.