რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები და დღესაც შეეცდებიან, რომ კომპანიის ტექნიკისა და მუშახელის გადაადგილებას ხელი შეუშალონ. თუმცა აქციის მონაწილეებს აქვთ ინფორმაცია, რომ “ენკას” თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით.
“აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკას” თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით “, -განაცხადა მაკა სულაძემ.
რიონის ხეობის მცველები “ენკას” ბაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა.