საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 7.7%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ – ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა – 42.7%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი 42.7 პროცენტი,
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტი,
- რძე, ყველი და კვერცხი 8.0 პროცენტი,
- ყავა, ჩაი და კაკაო 8.0 პროცენტი,
- თევზეული 7.6 პროცენტი
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2 პროცენტი,
- ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0 პროცენტი,
- პური და პურპროდუქტები 5.8 პროცენტი.
ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი).