„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„ზოგადი ლოგიკაა, რომ მერი, განსაკუთრებით – დედაქალაქის მერი, არის პოლიტიკოსი. თუ იქნება მერობის ერთი კანდიდატი, ჩვენთვის უკეთესია, თუ იქნება რამდენიმე კანდიდატი, ესეც კარგია, რადგან, ასეც და ისეც, ეს არჩევნები პირველივე ტურში უნდა მოვიგოთ“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.