ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი გამოძიება ჩატარდეს. ევროპარლამენტარი Twitter-ის გვერდზე წერს:
“ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებებია და ამ ცნობებს კიდევ უფრო და უფრო მეტი წყაროსგან ვიღებ. იმედი მაქვს, რომ განმარტავენ, რატომ არ უშვებენ პანსიონში ომბუდსმენს და გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას”.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.