რამდენიმე დღეა, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს ახალი გაერთიანება – “საქართველოსთვის” შეუერთდა, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა.
შესაძლებელია თუ არა გახარიას პარტიამ მოახერხოს ქვეყანაში გახდეს მესამე ძალა, მხატვარი გია ბუღაძე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
გია ბუღაძე, მხატვარი: – არაფერს ვფიქრობ, სულ არაფერს, პოლიტიკაში მისი დაბრუნება საინტერესო არც არის. ეს ბიძინას და რუსეთის ახალი თამაშია, ასე ვთქვათ – “ქოცები ორი”. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მათი მეორე პროექტია. ივანიშვილი ახლა ცოტა აშინებს ძველ “ქოცებს”, უფრო ძველ “ქოცებს” იზიდავს თავისკენ. მანდ საინტერესო არაფერია, შემადგენლობაც კი უინტერესოა, ეს არის “ქოცობა ორი”. არავითარი მესამე ძალა არ იქნება, მათი გაკეთებული მესამე ძალა არ გაიშვა. მესამე ძალა უნდა დაბადოს თვითონ ხალხმა, ხალხი კი ასე არ მოიქცევა. ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უკვე დავრწმუნდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა, დაახლოებით – 80% პრიმიტიულია. რაც უფრო მეტად გაიშლება და დაქუცმაცდება მისი ხალხი, ბიძინა ივანიშვილი უფრო კარგ შედეგებს მიიღებს. ხომ გაგიგიათ, მღვრიე წყალში თევზს უკეთ იჭერენო. ეს ივანიშვილისა და მისი ხალხის გარანტიაა, უფრო დიდხანს დარჩებიან პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილს ერთი მიზანი აქვს, სანამ ცოცხალია, უნდა, პოლიტიკაში იყოს. ის დინასტიას აშენებს. ეგ ადამიანი პოლიტიკოსი არ არის, ნუ ვუყურებთ სხვა კუთხით. დაახლოებით, იმ ტიპის ცნობიერების კაცია, როგორებიც იყვნენ ფეოდალური ტიპის ქვეყნებში-აცხადებს ბუღაძე.