როდის გაუქმდება “კომენდანტის საათი”? – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობაზე საუბრისას, განაცხადა:

„მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რეგიონული მიდგომა იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილი, მაგრამ მცირე ქვეყანაა. ტურისტების ქცევა ცოტათი შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა, აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს და გვინდა უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ვიმსჯელებთ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ – საღამოს 11 საათამდე დავწიეთ შეზღუდვის დაწყება, დილით 4 საათამდე ჩამოვწიეთ.

ნელ-ნელა მგონი იქითკენ მივდივართ. მაგრამ ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები, ამიტომ 1, 2, 3 კვირა ყოველთვის გვჭირდება, რომ ვითარებას დინამიკაში დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ (მდგომარეობას), მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს – უსაფრთხოდ, მაგრამ ამას გარკვეული რისკები მაინც მოაქვს. თუმცა ლოგიკურია, რომ ამაზე შემდგომში გავაგრძელოთ მსჯელობა. 2 კვირის თავზე ალბათ დაახლოებით გამოჩნდება სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა და მერე გვექნება საშუალება ეს (ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის) საერთოდ გავაუქმოთ”.
https://www.alia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share