„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ პარლამენტში და დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით შედის. ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.