“ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი” ივლისიდან გაიცემა

https://rustavi2.ge

ევროპარლამენტი აპირებს დაუშვას ერთიანი სანიტარული პასპორტის გამოყენება, რომლის სახელწოდების პირდაპირი თარგმანიც იქნება “ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი”. მისი მფლობელი ამ ზაფხულს მოგზაურობას ზედმეტი ფორმალობების გარეშე შეძლებს.

ამ თემასთან დაკავშირებით ევრონიუსი ესპანელ და ნიდერლანდელ ევროპარლამენტარებს ესაუბრა. ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარის განცხადებით, პასპორტი ძალაში პირველი ივლისიდან შევა. მისი თქმით, პრინციპული მოთხოვნაა, რომ მისი გაცემა უფასოდ და ავტომატურად ხდებოდეს.

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარის ინტ ვალდის თქმით კი, ის, თუ სად შეძლებენ ადამიანები ამ პასპორტის მიღებას, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ. მისი თქმით, პასპორტის საჭიროება არ აქვთ ბავშვებს, სერთიფიკატის მისაღებდ კი  სამი საშუალება არსებობს: 1. ვაქცინაცია; 2. უარყოფითი კოვიდ-ტესტი; 3 საბუთის წარდგენა, რომ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი და იმუნიტეტი გაგაჩნიათ.

როგორც ევროპარლამენტარები ამბობენ, კოვიდპასპორტებისთვის მიღებულ პირად მონაცემებს, მკაცრად გაუფრთხილდებიან და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალული იქნება. ასევე მათი თქმით, დაცული იქნება იმ ადამიანების უფლებებიც, რომელთაც ვაქცინაცია არ სურთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share