“რა მოხდება ეს აქტი საერთოდ რომ არ მივიღოთ?” – კახაძე ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე

ნებისმიერი აქტი, რომელსაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, ყველასათვის ნორმატიულ აქტად უნდა ითვლებოდეს, რათა ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვთანხმდებით, გაჭირვებულის დახსნისთვის ვთანხმდებით, მიტევებისთვის ვთანხმდებით, მაგრამ, სამწუხაროდ ამას მე ვერ ვგრძნობ, მაგრამ ახლა იწყება ყველაფერი.

მე გეტყვით ერთ რამეს, როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ამ ნორმატიულ აქტში, ხაზს ვუსვამ ამ ნორმატიულ აქტს, მხარდაჭერა არ იქნება მეორე მხრიდან, დამერწმუნეთ და მერე იქნება სალაპარაკო ტელევიზიებში და ქუჩაში, რა მოხდება ეს აქტი საერთოდ რომ არ მივიღოთ.

თქვა ქართული ოცნების წევრმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე.

https://tabula.ge/ვ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share