“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირმა ზავრადაშილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში “აშკარად სჭირდებათ ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც”. ეს ირონიული კომენტარი მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
“როგორც ჩანს, ეს უკვე ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში”, – თქვა მან.
ზავრადაშვილმა ასევე თქვა, რომ “არაადეკვატური აღქმების” გამო საზოგადოება დაიბნევა, ამიტომ “მართლა ხალხისთვის გასაგები რომ გახდეს” იურიდიული ტერმინების ნაცვლად მეტი “განმარტებით” ისაუბრონ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.