ეპიდაფეთქება ოკუპირებულ აფხაზეთში – ერთდროულად 200-ზე მეტ სამხედროს სოხუმის სამხედრო ბაზაზე, კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები სოჭისა და კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალებში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ვირუსის გავრცელების კერა სამხედრო წვრთნები გახდა, რომელიც გუდაუთის ბაზაზე 1 კვირის წინ ჩატარდა.
ვირუსის გავრცელების საფრთხეა ოჩამჩირეშიც, სადაც 3 დღის წინ, სწორედ სოხუმის სამხედრო ბაზიდან ჩაიყვანეს როტაციის მიზნით მორიგე სამხედროები.
ოკუპანტები ვირუსის გავრცელებას ადასტურებენ, თუმცა მასშტაბებს მალავენ.