„ეს ყოფილა ჯოჯოხეთი, ძალიან მძიმე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხოო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო… თითქოს ყველა ანალიზი წესრიგში იყო, გვეგონა, რომ გადავრჩით. დღე-დღეზე უნდა გამოეწერათ და კლინიკაში შეეყარა მეორედ კოვიდი…“ – ასე იხსენებს ნინო შუბლაძე გადაცემა „ექიმების“ ეთერში მისი ოჯახის ტრაგედიას და საუბრობს დის უკანასკნელ დღეებზე.