საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თვალს ადევნებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრესკონფერენციასა და ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს: “ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.
ის, რაც ხდება, არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა. საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საქართველო და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში – ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გ ა ქ რ ო ბ ა ს !
საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა როგორც არასდროს!
მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება!
კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში.
მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას!
ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა!
ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც!..”-ამბობს სააკაშვილი.