ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოთხი სკოლის დირექტორს კორონავირუსლი დაუდასტურდა. ვირუსი ლაითურის, თხინვალის, ბახვის და ურეკის საკჯარო სკოლის დირექტორებს დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა დაუდასტურა.
„ოზურგეთში, სკოლის 4 დირექტორი გვყავს ინფიცირებული. ურეკის, ლაითურის,თხინვალის და ბახვის საჯარო სკოლებიდან. ერთი მათგანი სახლში გადის მკურნალობას, სამი კი კოვიდ კლინიკაში. ასევე სამი პედაგოგი გვყავს ინფიცირებული. ბავშვებს რაც შეეხება, წმინდა ნინოს სამრევლო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ყველა სკოლა რომელშიც ცორონავირუსის თუნდაც ერთი შემთხვევაა დადასტურებული, ერთი კვირით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.“- გვითხრა იმედაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, დღეს გურიაში კორონავირუსის 27 შემთხვევა დადასტურდა.