ბენიას ახალი ფოტო. Eka Chkhikvishvili მადლობა Levan Taktakishvili ამონარიდი ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიიდან: 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსები. ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა წინადადებით ჩხიკვიშვილი მოუწოდებდა მასწავლებლებს მხარი დაეჭირათ გლეხთა მოძრაობისათვის, რომელმაც გურიაში იფეთქა და სხვა მაზრებში მისი გავრცელებისათვის ხელი შეეწყოთ. ის დაასმინეს თედო ჟორდანიასთან , რომელიც კურსებს ხელმძღვანელობდა და დაუყონებლივ დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ის გაეშურა ჭიათურაში, სადაც მუშაობა დაიწყო შავი ქვის მაღაროებში.