“…ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! ალბათ, მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა…” – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქუჩიდან შემოსული, ფართხუნა შარვალი მაცვია და წვივის ზემოთ რაღაც უცხო სხეულმა შემაწუხა. ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! კუდაპრეხილი მკვდარი!

მე რომ ზოგადად მწერების ფობია მაქვს და ბუზზეც რომ შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე, ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. მორიელთან, ცოცხალთან ადრეც მქონდა შეხება, როცა 2 წლის საბას ვიწრო ჯინსში უძვრებოდა ბაგებში, მარტო აპრეხილი კუდი უჩანდა, მართლა თითებით გამოვიღე კუდით და მოვისროლე ცოცხალი. მერე როცა მომასულიერეს, ვამბობდი, ალბათ შოკი მიიღო ასე უპატივცემულოდ რო მოვისროლე და ამიტომ ვერ მიკბინათქო.
აი ეხლა რა ვიფიქრო არ ვიცი – ალბათ მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა

მომიწევს მემუარებში მორიელებთან ურთიერთობის ცალკე თავად შეტანა, როგორც ვატყობ…”

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share